Adjara | Аджария | აჭარა
Slogan

 

 

აჭარა


ბათუმის დელფინარიუმი

 

ბათუმის დელფინარიუმი საზეიმოდ გაიხსნა 1975 წელს. მაშინ იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დელფინარიუმის არსებობა, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. ბათუმის დელფინარიუმი სტუმრებს ინტერაქტიულ შოუ პროგრამას სთავაზობს. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი და ა.შ. სტუმრებს სიუპრიზი ელოდებათ - ყველაზე აქტიურ მაყურებელს საშუალება ექნება საკუთარი ძალები ბათუმის დელფინარიუმის მწრთვნელის ამპლუაში მოსინჯოს. დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა – ეს არის შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა, რომელიც იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუ, რომელშიც ამჟამად 8 დელფინი მონაწილეობს, სამენოვანია (ქართული, ინგლისური და რუსული). ის ფაქტი, რომ პუბლიკა დელფინარიუმს პოზიტიურად დამუხტული ემოციით ტოვებს ზოროს, მაიას, მონიკას, ციცის, ფლიპერის, მარკოსა და ყველაზე პატარა მონაწილეების, ბათუმის დელფინარიუმში დაბადებული ნინისა და კვირიას დამსახურებაა.

 

 

 

 

აჭარის მუზეუმები

 

სასტუმროები