Adjara | Аджария | აჭარა
Slogan

 

 

აჭარა


"სიყვარულის" ქანდაკება

 

"სიყვარულის" ქანდაკება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ფიგურას. ისინი ერთმანეთისკენ ილტვიან, 8-10 წუთის განმავლობაში ძალიან ორიგინალურად და ლამაზად მოძრაობენ. ბოლოს კი ერთმანეთს ერწყმიან ისე თითქოს ერთი მთლიანი ქანდაკება იყოს. წყაროს მიხედვით ქანდაკების მუზა კურბან საიდის ერთ-ერთი ცნობილი რომანი "ალი და ნინო" გახდა (რომანში ქართველი გოგონა ნინოსა და მუსულმანი ვაჟი ალის სიყვარულია აღწერილი). ქანდაკების ავტორი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ხელოვანი თამარ კვესიტაძე.

 

 

 

 

აჭარის მუზეუმები

 

სასტუმროები