Adjara | Аджария | აჭარა
Slogan

 

 

აჭარა


პეტრას ციხე

 

პეტრას ციხე ქობულეთიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ახლანდელი ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეგრისის სამეფოში აღმოცენებული ეს ისტორიული ციხე-ქალაქი, დღეს მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ხელსაყრელი სამხრეთ-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანემ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მფლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრას კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომისა. პეტრამ შემდეგ საუკუნეებშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა, იგი მიუვალ ციხედ ითვლებოდა, შუა საუკუნეებში მას ქაჯეთის ციხესაც უწოდებდნენ.

 

 

 

 

აჭარის მუზეუმები

 

სასტუმროები