Adjara | Аджария | აჭარა
Slogan

 

 

აჭარა


ბოტანიკური ბაღი

 

ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ბათუმიდან 9 კმ მოშორებით ჩრდილოეთით. იმ ადგილს, სადაც ბოტანიკური ბაღია გაშენებული "მწვანე კონცხი" ქვია. ეს ბაღი დაკავშირებულია ანდრეი კრასნოვის სახელთან, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. რა საოცარიც არ უნდა იყოს, ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად კარგად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. აქ წარმოდგენილია განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა ათასობით სახეობა. დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს აქ გაზრდილი 1200 ჯიშის ვარდი. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მისი ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი. ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბაღის მთავარ სამარშრუტო გზაზე განლაგებულია ქვედა, ზედა და ზღვისპირა პარკები.

 

 

 

 

აჭარის მუზეუმები

 

სასტუმროები