Hotel Borjomis kheoba
Slogan

ბორჯომი


სასტუმრო ბორჯომის ხეობა


   სასტუმროს აღწერა

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ბორჯომის ხეობა" გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებას, გამაჯანსაღებელი მინერალური და წყაროს წყლის აბაზანებს, გოგირდის წყლის ღია საცურაო აუზს, კომფორტულ ნომრებსა და საკონფერენციო დარბაზს.

კომპლექსის ცენტრალურ შენობში ფუნქციონირებს სამედიცინო ცენტრი, სადაც პაციენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ექიმების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროცედურები:

  • ბორჯომისა და გოგირდის წყლის აბაზანები
  • წყალქვეშა მექანიკური ჰიდრომასაჟი
  • ავტომატური ჰიდრომასაჟი, მარგალიტოვანი აბაზანები ბორჯომის წყაროს წყლით
  • ფიზიო თერაპიის კაბინეტები, ლაზერო თერაპიის კაბინეტები
  • ფიტნეს კლუბი

მე-II და მე-III სართულებზე განლაგებულია კომფორტული ნომერი. თვითოეულ ნომერს გააჩნია: საკუთარი აბაზანა, ტელევიზორი, მინიბარი, ტელეფონი (შიდა სატელეფონო ქსელი), Wi-Fi ინტერნეტი.

მე-IV სართულზე მდებარეობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი ასევე ბარი და რესტორანი, სადაც სასმელებისა და კერძების ფართო არჩევანია. კომპლექსი გთავაზობთ ინდივიდუალური კვების მენიუს, რომელიც დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით იცვლება.