Trinity Cathedral (Sameba) | Кафедральный Собор св. Троицы | თბილისისამების საკათედრო ტაძარი
Slogan


თბილისი


წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (სამება)

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (სამება)

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (სამება) - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში, მდებარეობს თბილისის ძველ უბანში - ავლაბარში, ელიას გორაზე.

წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა, აკადემიის და სხვა შენობებისაგან.

საკათედრო ტაძრის აგების იდეა გაჩნდა 1989 წელს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად.

1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით გამოცხადდა კონკურსი "წმინდა სამების საკათედრო ტაძრის" პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა.

საძირკველი ტაძრისთვის ჩაიყარა 1995 წლის 23 ნოემბერს. ტაძრის მშენებლობა ძირითადად კერძო შემოწირულობებით დაფინანსდა. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.