იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი. იმერეთი შემოსაზღვრულია ჩრდილოეთიდან ლიხის ქედით, დასავლეთით მას მდინარე ცხენისწყალი ესაზღვრება, მისგან ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით ფერსათის ანუ მესხეთის მთები მდებარეობს. იმერეთის დაბლობის ლანდშაფტები კოლხური მცენარეულობითაა დაფარული. იმერეთის ტყეები მდიდარია ცხოველებითა და ფრინველებით. იმერეთი ორ ნაწილად იყოფა - ზემო და ქვემო იმერეთი. ადმინისტრაციული ცენტრი - ქუთაისი. იმერეთის რეგიონი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს:
ადმინისტრაციული ერთეულები
- ქუთაისი
- ბაღდათი
- ვანი
- ზესტაფონი
- თერჯოლა
- სამტრედია
- საჩხერე
- ტყიბული
- წყალტუბო
- ჭიათურა
- ხარაგაული
- ხონი