Guria | Гурия | გურია
Slogan

 

 

გურია


ჯიხეთის დედათა მონასტერი

 

ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს. გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც. მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აქაურ დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.