Guria | Гурия | გურია
Slogan

 

 

გურია


შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი

 

შემოქმედის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გურიაში, მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ქ.ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, სოფელ შემოქმედში. კომპლექსი შედგება სამი ძეგლისგან: XVI საუკუნის სამრეკლოსგან და 2 ერთმანეთზე მიდგმული ტაძრის: XII საუკუნის ღვთაების ბაზილიკისა და "ზარზმად" წოდებული გუმბათოვანი ეკლესიისაგან.

შემოქმედის მონასტერი, უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა, ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი. მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.