Batumi | Hotel Aisi
Slogan

ბათუმი


სასტუმრო აისი


   სასტუმროს აღწერა

მისამართი:გორგასალისა და გრიბოედოვის ქ. 153/29
ტელეფონი:+995 568 32 00 99
+995 422 24 29 00
ელ. ფოსტა:contact@hotelaisi.ge
საიტი:hotelaisi.ge

14 სართულიანი კომფორტული სასტუმრო "აისი" მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ზღვიდან 250 მ დაშორებით. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი, საიდანაც მოჩანს ზღვის ულამაზესი ხედი, თავისი ეგზოტიკური ნაირსახეობით. სასტუმრო "აისი" აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს სტუმრის მაქსიმალურ კომფორტს. სასტუმროში განთავსებულია: საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, შვედური მაგიდით, ფიტნეს კლუბი, მასაჟის კაბინეტი, საბილიარდე, სტუმრისთვის განკუთვნილი ცალკე კომპიუტერი. თითოეულ ნომერში განთავსებულია: მინიბარი, ტელეფონი, ინტერნეტი (Wi-Fi), ტელევიზორი, გათბობა და კონდიცირების ცენტრალური სისტემა, საშხაპე კაბინა.