Imereti | Имерети | იმერეთი
Slogan

 

 

იმერეთი


ბაგრატის ტაძარი

 

ბაგრატის ტაძარი – უქიმერიონის გორაზე აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ბაგრატის საკათედრო ტაძარი ქ. ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქ ტარდებოდა ქართველ გვირგვინოსანთა მეფედ კურთხევის ცერემონია, გვირგვინდამრქმელი კი ქუთათელი ეპისკოპოსი იყო. ბაგრატის ტაძარს სვეტიცხოვლის, ოშკის, ალავერდის მსგავსად, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი X-XI სს-ის ქართული ხუროთმოძღვრული სტილის უბრწყინვალესი ნიმუშია.

ამჟამად დაფუძნებულია "ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდი", რომლის მიზანია ტაძრის რეკონსტრუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფორმატით. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის ძეგლთა სიაშია. 1995 წელს ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის სრული რეკონსტრუქცია.

 

 

 

 

იმერეთის მღვმეები

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია

 

სასტუმროები

 

კურორტები