კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში.
კაცხს გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო კარიბჭის ფუნქციით. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი ნაწილისაგან: გარშემოსავლელი, ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი. ტაძარი ექვსაფსიდიანია.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი