უბისი – თბილისიდან დასავლეთით 160 კმ-ის დაშორებით მდებარეობს უბისის სამონასტრო კომპლექსი. იგი შედგება წმ. გიორგის ეკლესიის, მესვეტის 4-სართულიანი კოშკის, გალავნის ნაშთისა და XVI ს-ის მინაშენისგან.
ტაძარი და კოშკი ნაგებია შირიმის ქვით, სადად არის ორნამენტირებული, კედლებზე გვხვდება სამშენებლო წარწერები. უბისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა XVI საუკუნის ფრესკული მხატვრობა, შესრულებული დამიანეს მიერ. ეს მხატვრობა ქართული და ბიზანტიური ფერწერის ნაზავს წარმოადგენს.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი