Kakheti | Кахети | კახეთი
Slogan

 

 

კახეთი


ბატონის ციხე

 

ბატონის ციხე მდებარეობს თელავში. ეს იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად 1667 წელს არჩილ მეფემ აქ სასახლე, აბანო და კარის ეკლესია ააგო. ხოლო გალავანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები ერეკლე II-მ ააგო. სასახლე წარმოადგენს ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს და აქვს ერთი დიდი დარბაზი, რომელსაც 6 კვადრატული ფორმის ოთახი აკრავს. ერეკლე II-მ სასახლე თავის რეზიდენციად აქცია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია როგორც ერეკლეს სასახლე. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო, სადაც არის გამოფენილი ქართველი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები.

 

 

 

 

კახეთის მუზეუმები

 

სასტუმროები