Kakheti | Кахети | კახეთი
Slogan

 

 

კახეთი


უჯარმა

 

უჯარმა მდებარეობს მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე. დღეს არსებულ ნანგრევებში შემორჩენილია ციხის მთავარი ციტადელის გალავნისა და კოშკების ნაშთები, მცირე ზომის ჯვარპატიოსნის კარის ეკლესია, ორსართულიანი სამეფო სასახლის ნანგრევები, წყალსაცავი, და სხვა დამხმარე ნაგებობები. ციხის გალავანი გრძელდებოდა მდინარე იორის ნაპირამდე, გალავნის კუთხეებსა და საპასუხისმგებლო ადგილებში კოშკები იყო ჩარიგებული, კოშკები ძირითადად ორ ან სამ სართულიანი იყო. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ყოფილა ციხის დასავლეთით. ასევე ერთ-ერთი კარი ჰქონია მდინარის პირას, გამორიცხული არ არის რომ ქალაქს თავისი წყალსადენი ჰქონოდა. საერთო ჯამში ციხე არქიტექტურული თვალასაზრისით იშვიათი გემოვნებით არის აგებული. მომდევნო საუკუნეებში უჯარმა ქვეყნის ცხოვრებაში უკვე ნაკლებად ღებულობს მონაწილეობას და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე მასშტაბის დასახლებული პუნქტი.

 

 

 

 

კახეთის მუზეუმები

 

სასტუმროები