ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესია - ეს არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობა, რომელიც XIს. აიგო და წარმოადგენს არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს. კომპლექსი გარშემორტყმულია გალავნით და მოიცავს: სასახლეს, სატრაპეზოს, მარანს და სხვა ნაგებობებს. მონასტერი ასურელი მამის იოსებ ალავერდელის მიერ დაარსდა VI ს. იმ ადგილას, სადაც მანამდე წარმართთა თაყვანისცემის რიტუალი სრულდებოდა.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი