ბოდბეს დედათა მონასტერი – ეს კომპლექსი განლაგებულია ქალაქ სიღნაღიდან 2 კმ. მანძილზე. მთავარი ტაძარი - სამ ნავიანი ბაზილიკა აშენდა წმ. ნინოს - ქართველთა განმანათებლის საფლავზე. არქიტექტურული ფორმებით იგი ეკუთვნის ადრეულ ფეოდალურ ხანას, მაგრამ დღეს იგი უკვე შეცვლილია. ეკლესია აღდგენილია და მოხატულია XIX საუკუნეში. დღეს აქ არის დედათა მონასტერი და სასწაულმოქმედი წყარო.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი