ქვემო ქართლი
წუღრუღაშენის ტაძარი
წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, ბოლნისიდან სამხრეთით თითქმის 10 კილომეტრის დაშორებით, რომელიც არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზით XIII საუკუნით თარიღდება. მაღალი გუმბათოვანი ეკლესია, რომლის სილუეტი შორიდან მოჩანს. ძეგლი გადაჰყურებს ძირს, ხევში გაფანტულ სოფლებსა და ჩრდილოეთიდან სამხრეთით მიმავალ დაკლაკნილ შარაგზას. წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი ყოფილა. ამ უპატრონობის დროს ძეგლს მთლიანად დაუკარგავს სახურავი, გუმბათის კონუსი და ზოგიერთი სხვა დეტალი. ძეგლის ირგვლივ სხვა ნაგებობები არ ჩანს, ხოლო გალავანი ახლახან აღადგინეს ძველი კონტურის დაცვით.
ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები