Kvemo Kartli | Квемо-Картли | ქვემო-ქართლი
Slogan

 

 

ქვემო ქართლი


დმანისი

 

დმანისი შუა საუკუნეების ციხე-ქალაქია. იგი ქვემო-ქართლში, მდ. ფინეზაურისა და მაშავერას შესართავთან, ქ. თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 93 კმ-ზე მდებარეობს. საისტორიო წყაროებში პირველად იხსენიება IX ს-ში, როდესაც არაბთა მფლობელობაშია და ქალაქს ამირა მართავს. ქალაქს გარშემოვლებული ჰქონდა ბაზალტის ქვით ნაგები და კონტრფორსებით გამაგრებული მაღალი გალავანი, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთიდან ქალაქს შესასვლელი ჭიშკარი ჰქონდა დატანებული. შიდა ციხეში მდებარეობს სამნავიანი ბაზილიკა - დმანისის სიონი (VI ს.), რომელსაც გიორგი IV ლაშას მეფობისას მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიაშენეს. შიდა ციხეში მდებარეობს აგრეთვე გვიანფეოდალური ხანის ეკლესია და სამრეკლო. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია: მდინარეზე ჩასასვლელი ფართო გვირაბი, სახელოსნოები (ზ,ეთსახდელი, სამეთუნეო), აბანოები, ქულბაქები, მარნები, მეჩეთი მინარეთით და მედრესე. მდიდარ დმანისელთა საცხოვრებელი სახლები მწვანე შორენკეცით იყო შემოსილი.