Kvemo Kartli | Квемо-Картли | ქვემო-ქართლი
Slogan

 

 

ქვემო ქართლი


ქვეშის ციხე

 

ქვეშის ციხე მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონის, სოფელ ქვეშის მახლობლად, მდინარე მაშავერას მარცხენა სანაპიროზე. ქვეშის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა და აშენებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. კლდის თხემი მთლიანად შემოზღუდულია გალავნით. ციხის ერთადერთი შესასვლელია კლდეში გაჭრილი გვირაბი. დღეისათვის შემორჩენილია გვიან შუასაუკუნეებში აგებული კედლები.