Samegrelo | Самегрело | სამეგრელო
Slogan

 

 

სამეგრელო


ნოქალაქევი

 

ნოქალაქევი ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის კოლხეთის (ეგრისის) პოლიტიკური ცენტრი, ლაზიკის სამეფოს დედაქალაქი (IV-VIII სს.) იყო. მდებარეობს მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ზე. საისტორიო ტრადიციით, ციხე-ქალაქი პირველად აუშენებია ეგრისის ერისთავ ქუჯის (ძვ. წ. IV-II სს), სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქის ძველი სახელწოდება - ციხეგოჯი (ქუჯის ციხე). შემდგომი ხანის ბერძნული წყაროები ამ ქალაქს უწოდებენ არქეოპოლისს (ქართ. "ძველი ქალაქი" ანუ ნაქალაქარი, ნოქალაქევი). ნოქალაქევი 3 კმ. სიგრძის გალავნითაა შემოზღუდული, 19 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 3 ნაწილისგან შედგება: ქვედა ქალაქის, შუა ციხისა და ციტადელისგან.

 

 

 

 

სამეგრელოს მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები