გურიის მუზეუმები
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი
მისამართი:ოზურგეთი, გ. ჭანტურიას ქ. 1
ტელეფონი:(+995 496) 7 58 27
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 18.00
დაარსების თარიღი:1936
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (ძირითადად XIX ს. სამუშაო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალები - საბეჭდავები, საგვარეულო ღერბები და დროშები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. მუზეუმში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.