Museums of Imereti | Музеи Имерети | იმერეთის მუზეუმები
Slogan

 

 

იმერეთის მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ვანის არქეოლოგიური
მუზეუმ-ნაკრძალი

მისამართი:ვანი, ვახტანგ გორგასლის ქ. 7
ტელეფონი:(+995 432) 2 16 02, (+995 032) 2 99 80 22
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-16:00
დაარსების თარიღი:1985

 

1981 წელს შეიქმნა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, ხოლო მუზეუმი კი 1985 წლის გაიხსნა. მისი დაარსების ინიციატორი იყო, აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე.

მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანისა და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის. მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნას ასახავს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში ვანის ნაქალაქარის ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ინახება.