Museums of Imereti | Музеи Имерети | იმერეთის მუზეუმები
Slogan

 

 

იმერეთის მუზეუმები


ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

მისამართი:სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ.109
ტელეფონი:(+995 599) 57 83 99, (+995 590) 222 805
ვიზიტის დრო:ყოველდღე, 10:00-16:00
დაარსების თარიღი:1951

 

სახლ-მუზეუმი განთავსებულია XIX-XX სს-ის ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მის მიერვე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ პარკში. მუზეუმში დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები. ძირითადად: XVIII-XIX სს-ის გერმანული, ინგლისური, ავსტრიული, ამერიკული, რუსული წარმოების საოჯახო ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა; ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ამავე პერიოდის უახლესი ტექნოლოგიები: ქარის ძრავა (1910 წ.), სარეცხი მანქანა (ბერლინი), კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვ., სხვადასხვა ენებზე გამოცემული ნ. ნიკოლაძის წიგნები და პერიოდიკა.