იმერეთის მუზეუმები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი:საჩხერე, სოფ. სხვიტორი
ტელეფონი:(+995 435) 2 50 97
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-18:00
დაარსების თარიღი:1939
ცნობილი ქართველი პოეტის (1840-1915) მუზეუმი განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში. მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები - (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს. პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი, ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ,ფრანგულ ენებზე), პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები.