Museums of Samtskhe-Javakheti | Музеи Самцхе-Джавахети | სამცხე-ჯავახეთის მუზეუმები
Slogan

 

 

სამცხე-ჯავახეთის
მუზეუმები


ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი:ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. 5
ტელეფონი:(+995 590) 880 122
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00-17.00
დაარსების თარიღი:1938

 

მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს ააგო გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ. შვეიერმა). ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგება არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნების განყოფილებებისგან. აქ დაცულია: უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ.წ II-I ათასწლეულები), მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ V – ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.