ქვემო-ქართლის
მუზეუმები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი:დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
ტელეფონი:(+995 590) 880 115
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11.00 – 16.00
დაარსების თარიღი:1983
ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეულ ჰომინიდთა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის 5 თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთოდ შეცვალა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.