კახეთის მუზეუმები
ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი
მისამართი:სიღნაღი, ვ. სარაჯიშვილის ქ. 8
ტელეფონი:(+995 555) 10 71 31
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1988
მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის (1879-1924 წწ.) პირადი ნივთები: ფაიფურის ანტიკვარული ჭურჭელი, ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა), მომღერლის საქართველოსა და იტალიაში, ლა-სკალას თეატრში მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, კოსტიუმები სპექტაკლებისთვის, მუსიკალური ინსტრუმენტები, მათ შორის გრამაფონი, რომელზეც შესაძლებელია ფირფიტებზე ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა მომღერლის შესრულებით; ნოტები, გრამფირფიტები, კომპაქტდისკები, მომღერლისთვის საჩუქრად გადაცემული ნივთები.