Telavi Historical Museum| Музеи Кахети | კახეთის მუზეუმები
Slogan

 

 

კახეთის მუზეუმები


თელავის ისტორიული მუზეუმი

მისამართი:თელავი, ერეკლე II გამზ. 1
ტელეფონი:(+995, 350) 3 00 54, 7 21 59, 7 31 59
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 18.00
დაარსების თარიღი:1927

 

მუზეუმში საქართველოს მეფის ერეკლე II-ისა (1720 -1798 წ.წ.) და ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომადგენელთა მემორიალურ ნივთებთან ერთად დაცულია ნუმიზმატიკის, ადრეფეოდალური და გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, სამოსელის, ხალიჩებისა და ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები. სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., სასახლის კარის ეკლესიები – X-XVIII ს.ს., მეფის აბანო – XVII ს., საიდუმლო გვირაბი – XVIII ს., ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეა – XIX ს.

 

 

 

 

 

 

კახეთის მუზეუმები