Georgian National Museum. Signagi Museum| Музеи Кахети | კახეთის მუზეუმები
Slogan

 

 

კახეთის მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიღნაღის მუზეუმი

მისამართი:სიღნაღი, თამარ მეფის ქ. 1
ტელეფონი:(+995 355) 3 24 48, 3 28 62, (+995 032) 2 998 022
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:2007

 

სიღნაღის მუზეუმი პირველი თანამედროვე სტანდარტების მუზეუმია, სადაც არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. მუზეუმში ექსპონირებულია კახეთის სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებზე აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან ძვ.წ. I საუკუნემდე. აქ თავმოყრილია საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა: მუსიკალური ინსტრუმენტები, საბრძოლო იარაღი, ტანისამოსი და ქალაქის ყოფის სხვა საინტერესო ნიმუშები. შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იბერიის აღმოსავლეთ პროვინციის, კახეთის უძველესი ქალაქების: ბერის, რუსთავის ხორანთას, ნეკრესის, ხორნაბუჯის, გავაზის, არეშის, გრემის, ბაზარისა და სხვა დასახლებების საქალაქო ცხოვრების ამსახველი ნიმუშები.შუა საუკუნეების ექსპოზიციის დიდი ნაწილი კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული და მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს უკავია. დიდ დარბაზში გამოფენილია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის 16 ფერწერული ტილო.

 

 

 

 

 

 

კახეთის მუზეუმები