კახეთის მუზეუმები
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი:დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი
ტელეფონი:(+995 590) 880 123
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა,10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1959
მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი (”სონა უკრავს გარმონს”, ”წარაფი”, ”კალოობა”, ”მოწყალების და სააღდგომო კვერცხებით”, ”მუშა”, ”შოთა რუსთაველი”, ”თამარ მეფე” და სხვა), მხატვრის პირადი ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები (ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, კობა გურული, ნათელა იანქოშვილი და სხვ.) ხელნაწერები (ფიროსმანის პირადი საქმე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა), XIX-XX სს. ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები - ხალიჩები, ფარდაგები (მათ შორის ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი), ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვა (10 000 ექსპონატი). მუზეუმს აქვს ფილიალები: 1. ნიკო ფიროსმანის თბილისის სახლ-მუზეუმი 2. ” 9 აპრილი მუზეუმი ” - დედოფლისწყაროში 3. ” დიდების მემორიალი ” - ს. ზემო მაჩხაანში.