კახეთის მუზეუმები
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი:დედოფლისწყარო, ცხრა ძმის ქ. 10
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1975
მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები.