Museums of Samegrelo and Zemo-Svaneti| Архитектурно-археологический музей-заповедник Пармена Закарая в Нокалакеви | სამეგრელოს და ზემო-სვანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

სამეგრელო და
ზემო-სვანეთის
მუზეუმები


პარმენ ზაქარაიას სახელობის
ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური
მუზეუმ-ნაკრძალი

მისამართი:სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი
ტელეფონი:(+995 590) 880 117
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1988

 

მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ნოქალაქევი (ციხე-გოჯი, არქეოპოლისი). ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით. მათ შორისაა: სხვადასხვა ცხოველთა (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, ელინისტური ხანის ორმოსამარხები და ქვევრსამარხები მდიდრული სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია აგრეთვე საერო არქიტექტურის ნიმუშები (სასახლეები, აბანოები), წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცირე ზომის სასახლე, ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც. მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში დაცულია 3450 ექსპონატი. ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელო-ზემო-სვანეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი ორმოცი წმინდა მოწამის სახელობის ეკლესია.