სამეგრელო და
ზემო-სვანეთის
მუზეუმები
ხობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი:ხობის რაიონი, სოფ. ხეთა
ტელეფონი:(+995 599) 71 30 02
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 18.00
დაარსების თარიღი:1985
მუზეუმში დაცულია ყულევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული II-I ათასწლეულების მასალის ნაწილი (ძირითადად თიხის ჭურჭელი ან მისი ფრაგმენტები), ადრეფეოდალური ხანის სამშენებლო მასალის დეტალები, ჭურჭელი, XIX-XX სს. მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები - საოჯახო ნივთები, სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი; ადგილობრივი წარმომავლობის ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობების პიერ და ბადრი კობახიძეების პირადი ნივთები (ავეჯი, სამოსელი, აფიშები, თედო სახოკიას შრომების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, დოკუმენტური და ფოტომასალა), ხობის რაიონში მცხოვრებ II მსოფლიო ომის მონაწილეთა კუთვნილი ნივთები და დოკუმენტური მასალა.
სამეგრელო და ზემო-სვანეთის მუზეუმები