Museums of Samegrelo and Zemo-Svaneti| Краеведческий музей Чхороцку | სამეგრელოს და ზემო-სვანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

სამეგრელო და
ზემო-სვანეთის
მუზეუმები


ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი:ჩხოროწყუ, სტალინის ქ. 3
ტელეფონი:(+995 417) 2 11 03
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1978

 

მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანას: საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის, პასტის, აქატია, იაშმის, გიშრის, მინის მძივები, ამავე პერიოდის ქვევრსამარხები, ნუმიზმატიკური მასალა (ქართული, რომაული, ბიზანტიური, თურქული, რუსული მონეტები), გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან: XV-XVI სს. საეკლესიო წიგნები, ბეჭდები, ხელნაწერები, ხატები, ეკლესიების ორნამენტიანი ქვები, გვიანდელი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები.