Museums of Samegrelo and Zemo-Svaneti| Дом-музей Михаила Хергиани | სამეგრელოს და ზემო-სვანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

სამეგრელო და
ზემო-სვანეთის
მუზეუმები


მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

მისამართი:მესტია, მ. ხერგიანის ქ. 36
ვიზიტის დრო:ყოველდღე, 11.00 – 18.00
დაარსების თარიღი:1983

 

მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ.