რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო
სვანეთის მუზეუმები
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი:ონი, რუსთაველის ქ. 26
ტელეფონი:(+995 599) 376 863
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1937
მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს (ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით). ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ის ფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (უჩა ჯაფარიძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოიანცი და სხვა).
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო-სვანეთის მუზეუმები