შიდა ქართლის
მუზეუმები
ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი:გორი, სტალინის გამზ. 32
ტელეფონი:(+995 370) 7 52 15
ვიზიტის დრო:ყოველდღე, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1937
საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის ი. ბ. სტალინის (1879-1953 წწ.) მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა სტალინი, აგრეთვე საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი ინტერიერით, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში დაცულია სტალინის პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტი, ხელნაწერები, საჩუქრები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სტალინის ნიღაბი (ავტორი მანიზერი), ფერწერული ტილოები (უ. ჯაფარიძე, ლ. გუდიაშვილი. ე. ახვლედიანი, გ. თოთიბაძე, ქ. მაღალაშვილი, აპ. ქუთათელაძე, ა. ბლიოტკინი, ვ. სეროვი, დ. მაისაშვილი, ს. სემიონოვი და სხვ.).