Museums of Mtskheta-Mtianeti | Музеи Мцхета-Мтианети | მცხეთა-მთიანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

მცხეთა-მთიანეთის
მუზეუმები


დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო
მუზეუმ-ნაკრძალი

მისამართი:ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 34
ტელეფონი:(+995 590) 880 112
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 - 17.00
დაარსების თარიღი:1958

 

მუზეუმში დაცულია სხვადასხვა პერიოდის უნიკალური არქეოლოგიური ნიმუშები, მათ შორის მიწათმოქმედთა უძველესი იარაღები (ძვ.წ. IV ათასწ.), პრეისტორიული ხანის საბავშვო სათამაშოები (ძვ.წ. II ათსწ.), ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის არტეფაქტები და ბერძნული ეპიგრაფიკის ნიმუშები; აქვე მდებარეობს მცხეთის უძველესი სამაროვანი ძვ.წ. II ათსწ. – ახ.წ. VIII-IX სს.) და ნამოსახლარი (ძვ.წ. VIII-VII სს.), ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლებს: არმაზციხე-ბაგინეთი – ქალაქ მცხეთის აკროპოლისი და ქართლის მეფეთა რეზიდენცია (ძვ.წ. III – ახ.წ. VIII სს.), არმაზისხევი – პიტიახშ-ერისთავთა რეზიდენცია და სამაროვანი, კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას ნაგები მავზოლეუმი (I ს.).