Museums of Mtskheta-Mtianeti | Музеи Мцхета-Мтианети | მცხეთა-მთიანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

მცხეთა-მთიანეთის
მუზეუმები


სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი

მისამართი:სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ. 2
ტელეფონი:(+995) 590 880 111
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 - 17.00
დაარსების თარიღი:1934

 

მუზეუმი განთავსებულია ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1890) მემორიალურ სახლში, სადაც მწერლის მემორიალურ ნივთებთან და ბიბლიოთეკასთან ერთად, დაცულია არამარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთიერი და დოკუმენტური მასალა. კერძოდ, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (XIX-XX სს-ის დასაწყისის საოჯახო ნივთები, აქსესუარები, ჭურჭელი, ფარდაგები, ხურჯინები), არქეოლოგიური მასალა (ნუმიზმატიკა, საბრძოლო და სამუშაო იარაღების ფრაგმენტები, სამკაული, მოსართავები, თიხისა და კერამიკის ჭურჭელი), საეკლესიო დანიშნულების ნივთები, წიგნები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები.