Museums of Mtskheta-Mtianeti | Музеи Мцхета-Мтианети | მცხეთა-მთიანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

მცხეთა-მთიანეთის
მუზეუმები


ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი

მისამართი:დუშეთი, სოფ. ჩარგალი
ტელეფონი:(+995 555) 12 75 27
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 - 18.00
დაარსების თარიღი:1961

 

მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას (1861-1915 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის ფილიალი: კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი.