Georgian National Museum. Simon Janashia Museum of Georgia| Музей Грузии им. Симона Джанашия | სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


საქართველის ეროვნული მუზეუმი.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

მისამართი:შოთა რუსთაველის გამზირი, 3
ტელეფონი:299 80 22, 293 48 21
ვიზიტის დრო:11.00 - 16.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1852 წელი

 

საქართველოს უძველესი მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა. სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ნაშთების გამოფენა, რომელიც 1.8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ უძველეს ნიმუშს. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, მრავალფეროვანი ოქროს ფონდი (ძვირფასი ლითონისა და ქვის ნაკეთობები ჩვ. აღ-მდე III ათასწლეულის II ნახევრიდან ჩვ. წ. IV ს.-ის ჩათვლით). მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და სხვ.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები