Georgian National Museum. Iakob Nikoladze House Museum | Дом-музей Як. Николадзе | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

მისამართი:როდენის ქ. 6
ტელეფონი:222 14 14
ვიზიტის დრო:11.00 - 17.00 (კვირა-ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1951 წელი

 

სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის (1876-1951 წწ.) მიერ შესრულებული ქანდაკებები: ბიუსტები, პორტრეტები, ფიგურები. იგი იყო ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი. სწავლობდა სტროგანოვის სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894, მოსკოვი), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1906-1907 წლებში მუშაობდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში. მოქანდაკის ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები