Georgian State Museum of Theatre, Music, Cinema and Choreography| Государственный музей театра, музыки, кино и хореографии | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და
ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი

მისამართი:კარგარეთელის ქ. 6
ტელეფონი:295 35 63
ვიზიტის დრო:10.00 - 17.00 (შაბათ-კვირის გარდა)
დაარსების თარიღი:1927 წელი

 

მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა (დაწყებული ვანში აღმოჩენილი ანტიკური პერიოდის თეატრალური ნიღბით და დამთავრებული XX ს-ის ავანგარდული ხელოვნების ნიმუშებით). მათ შორისაა: XVII ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ელ. ახვლედიანის, ირ. გამრეკელის, ი. ნიკოლაძის, ლ. გუდიაშვილის, ს. ვირსალაძის, პ. ოცხელის, დ. კაკაბაძის, ვ. სიდამონ-ერისთავის, ს. ქობულაძის, ლ. ბაქსტის, ალ. ბენუას. კ. ზდანევიჩის, ფ. ლეჟეს, აგრეთვე თანამედროვე ხელოვანთა (გ. ალექსი-მესხიშვილის, ი. გეგეშიძის. ნ. მალაზონიას, მ. ჭავჭავაძის, ირ. ფარჯიანის, ს. ფარაჯანოვის ნამუშევრები), ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების - ილია ჭავჭავაძის, გ. ერისთავის, აკ. წერეთლის, ნემიროვიჩ-დანჩენკოს, სუმბათაშვილ-იუჟინის, ი. შტრაუსის, დ. შალიაპინის, სტანისლავსკის, კ. მარჯანიშვილის, შ. დადიანის, ს. ახმეტელის, დ. არაყიშვილის და სხვა შემოქმედთა პირადი წერილები, ხელნაწერები, არქივები. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები