State Silk Museum | Государственный музей шелка | აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

მისამართი:გიორგი ცაბაძის ქ. 6
ტელეფონი:(+995 32) 340 967, 340 963, 347 850
ვიზიტის დრო:11.00 - 17.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1887 წელი

 

აბრეშუმის მუზეუმი დაარსდა 1887 წელს და ის წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს. სადგურს სათავეში ედგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. ის რუსეთის მთავრობამ ევროპაში მიავლინა მეაბრეშუმეობის შესასწავლად და მის მიერ ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ისევე, როგორც ჩამოტანილი მნიშვნელოვანი კოლექციები, საფუძვლად დაედო აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსებას.

მუზეუმში დაცულია მსოფლიოს მეაბრეშუმეობის ქვეყნების პარკისა (5 000 ჯიში და ვარიაცია) და აბრეშუმის ძაფების უძველესი კოლექცია, საქსოვი დაზგები, ქსოვილები და საოჯახო მოხმარების სამშვენისები, პირველი ფაბრიკული წარმოების (ძირითადად ფრანგული) ქსოვილები, მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული ფოტომასალები და სხვადასხვა სახის შემოწირულობები, ეგზოტიკური პეპლების კოლექცია.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები