Mirza Phatali Akhundov Museum of Azerbaijan Culture | Музей азербайджанской культуры имени Мирзы Фатали Ахундова | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის
აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

მისამართი:გორგასალის ქ. 17
ტელეფონი:272 15 71
ვიზიტის დრო:11.00 - 18.00 (შაბათ-კვირის გარდა)
დაარსების თარიღი:2006 წელი

 

მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი შეიქმნა 1982 წელს დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის 170–ე წლისთავთან დაკავშირებით. მისი ცხოვრება, მოღვაწეობა და შემოქმედება საქართველოს უკავშირდება.

სამოქალაქო ომის დროს 90-იან წლებში მუზეუმი დაიხურა. 1993 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუზეუმმა დაიბრუნა თავისი სტატუსი.

მუზეუმში დაცულია მირზა ფათალი ახუნდოვის, ნარიმან ნარიმანოვისა და ჯალილ მამედყულიზადეს მემორიალური ნივთები. მირზა ფათალი ახუნდოვის პიესები, საგაზეთო და სხვა ჩანახატები, აგრეთვე საქართველო–აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა, წიგნები, დოკუმენტები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გამოცემები აზერბაიჯანულ ენაზე.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები