თბილისის მუზეუმები
თოჯინების მუზეუმი
მისამართი:შავთელის ქ. 17ა
ტელეფონი:299 53 37
ვიზიტის დრო:11.00 - 16.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1937 წელი
თოჯინების მუზეუმში დაცულია მექანიკური თოჯინების (ევროპული, ქართული) უნიკალური კოლექცია, საავტორო თოჯინები, რომელთა შორისაა ფლამენკოს მოცეკვავეები, ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები, ქართული ზღაპრებისა და ლიტერატურულ ნაწარმოებთა გმირები, მოცეკვავეები, აგრეთვე, სხვადასხვა სათამაშოები, ანტიკვარული ავეჯი, წიგნები, სახვითი და გამოყენებიტი ხელოვნების ნიმუშები, ნაქარგობების იშვითი კოლექცია და სხვა. 1990-იან წლებში მუზეუმი გაიძარცვა და დაიკარგა რამდენიმე ძვირფასი ექსპონატი, რის შემდეგაც მუზეუმი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა. თბილისის მერიის ინიციატივით, რეაბილიტირებული მუზეუმის კარი 2008 წლიდან კვლავ ღიაა დამთვალიერებლისათვის. მუზეუმთან ფუქციონირებს სუვენირების სალონი.