Mikheil Javakhishvili House Museum| Дом-музей Михаила Джавахишвили | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

მისამართი:მ. ჯავახიშვილის ქ. 21
ტელეფონი:292 03 67
ვიზიტის დრო:11.00 - 17.00 (შაბათ-კვირის გარდა)
დაარსების თარიღი:1997 წელი

 

დიდი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ–მუზეუმი 1997 წლიდან არსებობს. აქ დაცულია მისი არქივი, პირადი ნივთები, მდიდარი ფოტო მასალა, ბიბლიოთეკა, მისი ნაწარმოებების მიხედვით სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლების აფიშები. მუზეუმის დირექტორია მწერლის შვილიშვილი ნუგზარ ერისთავი.

მუზეუმში ხშირად იმართება შემოქმედებითი საღამოები, ღია გაკვეთილები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები. ყოველ წელს, 21 ნოემბერს აღინიშნება მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღე. მუზეუმს ხშირად სტუმრობენ ჟურნალისტები, რომლებიც არქივში დაცულ უნიკალურ მასალაზე დაყრდნობით საინტერესო დოკუმენტურ ფილმებსა და სტატიებს ამზადებენ. აქ ხშირად იკრიბებიან საზოგადო მოღვაწეები და სხვადასხვა ასაკის მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლები.

მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ უფრო ახლოს გაეცნონ მწერლის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც მან განვლო.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები