Georgian National Museum. The Soviet Occupation Museum | Музей советской оккупации| თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

მისამართი:შოთა რუსთაველის გამზირი 3
ტელეფონი:299 80 22
ვიზიტის დრო:10.00 - 18.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:2006 წელი

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაფუძნდა 2006 წლის 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად. მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის (1921-1991 წწ.), საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი 3 000-ზე მეტი ექსპონატი. საექსპოზიციო დარბაზი არჭურვილია მონიტორებით, რომლებზეც მნახველებს აქვთ ამა თუ იმ პერიოდის შესაბამისი დოკუმენტური კადრების ნახვის შესაძლებლობა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია, აგრეთვე, იმ 10 სატვირთო ვაგონიდან ერთ-ერთი, რომლებშიც შორაპანში ჩაცხრილეს 1924 წლის ეროვნული ამბოხების მონაწილენი. ამასთან, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის განკარგულებაშია მდიდარი არქივი და ბიბლიოთეკა.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები