Georgian National Museum. Elene Akhvlediani House Museum | Дом-музей Елены Ахвледиани | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

მისამართი:ლ. ქიაჩელის ქ. 12
ტელეფონი:299 74 12
ვიზიტის დრო:11.00 - 16.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1976 წელი

 

სახლ-მუზეუმი დაფუძნდა ცნობილი ქართველი მხატვრის - ელენე ახვლედიანის (1901-1975 წწ.) ბინა-სახელოსნოს ბაზაზე. მხატვარი წლების მანძილზე სწავლობდა იტალიასა და საფრანგეთში (პარიზის კოლოროსის აკადემია), სადაც ინტენსიურად აწყობდა გამოფენებს, რომლებიც ფრანგ კრიტიკოსთა დიდ ინტერესს იწვევდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, ელენე ახვლედიანის ბინა-სახელოსნო ხელოვნების თავისებურ სალონად იქცა, სადაც იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები. სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული ტილოები (ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები), გრაფიკული და სცენოგრაფიული ნამუშევრები; აგრეთვე მის მიერვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული უტილიტარულ-დეკორატიული ნივთები - XIX-XX სს-ის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები